LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლონია ქალების თვალით შეაფასეს

108
Screenshot 2025-05-02 150743

იტალიის ქალაქ ბოლონიაში წარმოადგინეს „გენდერული ატლასი“ – კვლევა, რომელიც აჩვენებს თუ რამდენად კომფორტულად გრძნობენ ქალები თავს ამ ქალაქში.

პროექტის მთავარი მიზანი ქალაქის ინფრასტრუქტურაში სუსტი წერტილების აღმოჩენაა.
ატლასის ავტორებმა დეტალურად შეაფასეს შემდეგი სფეროები:

უსაფრთხოება – რომელ რაიონებს და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს თვლიან ქალები ნაკლებად კომფორტულად და რატომ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქუჩის განათების საკითხს და ტერიტორიის დაგეგმარებას.

ტრანსპორტი – როგორ ირჩევენ ქალები მარშრუტებს, გადაადგილების რომელ საშუალებებს ირჩევენ და სად აწყდებიან სირთულეებს.

სერვისების ხელმისაწვდომობა – რამდენად მოხერხებულადაა განთავსებული სამედიცინო დაწესებულებები და სოციალური ცენტრები ქალებისთვის.

საცხოვრებელი – რა ბარიერებს აწყდებიან სხვადასხვა ასაკისა და სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ქალები უძრავი ქონების ყიდვის ან დაქირავების დროს.

მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს, თუ როგორ მოქმედებს სოციალური სტერეოტიპები ქალაქურ გარემოზე.

ეს პროექტი ფაქტობრივად ინსტრუმენტია ცვლილებებისთვის. მიღებული მონაცემების გათვალისწინებით მერია ქალაქის დაგეგმარებას გააუმჯობესებს, რათა ბოლონია ქალებისთვის ნამდვილად კომფორტული ქალაქი გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები