LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლონიაში ავტომობილებს სწრაფად სიარული აეკრძალათ

130
3500

იტალიის ქალაქ ბოლონიაში ტრანსპორტისთვის სიჩქარის ახალი რეჟიმი დააწესეს: ქუჩების 90%-ში საათში 30 კილომეტრზე მეტის განვითარება იკრძალება. სიახლის შესახებ The Guardian წერს.

საქალაქო ქუჩებზე სიჩქარის შეზღუდვის რეკომენდაციას ევროპის სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო გასცემს. ამ წესის დახმარებით ევროკავშირი 2030 წლამდე გზებზე სიკვდილიანობის 50%-ით შემცირებას იმედოვნებს. ტრადიციულად, ავარიებში ყველაზე მეტად ქვეითები, ველოსიპედისტები და მოტოციკლეტისტები ზარალდებიან ხოლმე.

ბოლონია არის იტალიის პირველი დიდი ქალაქი, სადაც სიჩქარის რეჟიმი იმოქმედებს. ანალოგიურ შესაძლებლობას მილანი და პარმაც განიხილავენ, თუმცა სიახლე სავარაუდოდ 2024 წლის ბოლოდან ამოქმედდება.