მედია უკვე საგონებელშია „ბენიფერის“ დრამატული ამბის გამო. ინსაიდერი იუწყება, რომ ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის განქორწინების საბუთები სრულ მზადყოფნაშია, თუმცა, პარალელურად ამისა, წყვილი აგრძელებს საზოგადოების დაბნევას.
საქმე ისაა, რომ ჯეი ლო ბენისა და ჯენიფერ გარნერის ვაჟთან, 12 წლის სემუელთან ერთად ლოს-ანჯელესში გადაიღეს. ისინი საყიდლებზე იმყოფებოდნენ. ინსაიდერის ცნობით, ჯენიფერი მანამდე ბენს სახლში ესტუმრა და იქ რამდენიმე საათი გაატარა.
„ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ, რა ხდება!“, „მისტიკური ამბავია“, „თავადაც არ იციან, რა ხდება“, – არ წყდება კომენტარები.
ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ქალიშვილი ჯენიფერ ლოპესის კაბაში გამოჩნდა