სტეფანე მღებრიშვილი გიორგი ლაფერაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სტეფანემ გაიხსენა საკუთარი კონცერტი. როგორც მომღერალი „ფეისბუკში“ წერს, სწორედ ამ კონცერტზე ნახა ბოლოს გიორგი ლაფერაშვილი:
„ბოლოს საკუთარ კონცერტზე ვნახე, თითქოს ენერგია არ ჰქონდა. გვიან დაიწყო კონცერტი და რომ უსმენდა, თან ვხვდებოდი რომ მოსწონდა, მაგრამ ჯებირებზე იყო ჩამოყუდებული და ისე უსმენდა მშვიდად. ბოლომდე ვეღარ დარჩა და ცოტა მეწყინა რომ არ იყო ბოლომდე, დილით ეს პოსტი დამხვდა.
პირველად სადღაც 1996-1997 წელს გავიცანი, მაშინ რადიოში მუშაობდა და მაგ დროიდან სულ კარგი ურთიერთობა გვქონდა. არ არის ადამიანი, ვინც იცნობს და ლაფერა არ უყვარს. მშვიდობით, მეგობარო. ოქროს ადამიანო. შენ ბევრი სიყვარული გაქვს ჩვენგან,“ – წერს სტეფანე მღებრიშვილი.
ბოლოს საკუთარ კონცერტზე ვნახე, თითქოს ენერგია არ ქონდა. გვიან დაიწყო კონცერტი და რომ უსმენდა, თან ვხვდებოდი რომ მოწონდა,…
Posted by Stephane Mgebrishvili on ორშაბათი, 30 დეკემბერი, 2024