ჟურნალისტი ქეთი ქარდავა სოციალურ ქსელში რუსეთის აგრესიის შედეგად დაშავებული პატარა უკრაინელი ბიჭის შესახებ ემოციურ ინფორმაციას ავრცელებს.
ჟურნალისტი 7 წლის რომანის ფოტოებს ავრცელებს, რომელსაც ვინიცას დაბომბვის დროს სხეულის 35 % დაეწვა და რომელიც სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
“7 წლის რომანი უკრაინიდან. პატარა რომანი ვინიცაში რუსული ბომბების წვიმაში მოჰყვა. ბავშვს სხეულის 35% დამწვარი აქვს. ჯერ არ იცის, რომ დედა აღარ ჰყავს. აგრესორის სარაკეტო იერიშმა რომანის დედის სიცოცხლე შეიწირა და ეს ანგელოზი დააობლა. რომანი გერმანიაში გადაიყვანეს და გერმანელი ექიმები ცდილობენ მის გადარჩენას.
ვინიცაში 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბოროტების იმპერია ვერ გაიმარჯვებს. რომანი გერმანელმა ექიმებმა უნდა გადაარჩინონ და ჯანმრთელი დაუბრუნდეს დაქვრივებულ მამას. დღეს ომის დაწყებიდან 5 თვეზე მეტი გავიდა… ომამდე რომანი მშობლებთან ერთად ბედნიერი იყო.. ეს დრო აღარ დაბრუნდება. ომამდე ყველაფერი სხვანაირად იყო…”, – წერს ქეთი ქარდავა სოციალურ ქსელში.
უკრაინაში მიმდმინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში