LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბონი ჯენკინსი: ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო პირადი თავდასხმები დეგნანზე და საელჩოზე

69
ჯენკინსი - დეგნანი

შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი ჯენკინსის განცხადებით, „მათთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო პირადი თავდასხმები დეგნანზე და საელჩოზე“.

მისივე განმარტებით, ეს დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია, რომელიც სიმართლის დაფარვისკენ არის მიმართული.

„ჩემი ვიზიტის განმავლობაში მე ასევე შევხდები ქართველ ლიდერებს იმისათვის, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობისა და სტრატეგიული ინტერესების სხვადასხვა სფერო და მიმართულება, როგორიცაა საზღვრის უსაფრთხოება, საბაჟო თავდაცვა და ამ ყველა შეხვედრის განმავლობაში მე ველოდები, რომ გავაჟღერო გზავნილი ძლიერი მხარდაჭერისა ვაშინგტონიდან იმ უზარმაზარი და მნიშვნელოვანი სამუშაოს მიმართ, რომელსაც ელჩი კელი დეგნანი და მისი საელჩოს გუნდი ახორციელებს იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს და წინ წაწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და საქართველოს მთავრობის მიმართ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად.

თუმცა ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანზე და საელჩოზე, რაც ვიხილეთ. მოდით, მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ და დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ. კრიზისია რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა“, – განაცხადა ჯენკინსმა.

ბონი ჯენკინსი ვიზიტის განმავლობაში ქართველ ლიდერებს შეხვდება, სადაც სტრატეგიული ინტერესების განხილვის პარალელურად, საუბარი შეეხება სასაზღვრო უსაფრთხოებასა და საბაჟო თავდაცვას.

„ჩემი ვიზიტის განმავლობაში მე ასევე შევხვდები ქართველ ლიდერებს იმისთვის, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობისა და სტრატეგიული ინტერესების სხვადასხვა სფერო და მიმართულება როგორიც არის საზღვრის უსაფრთხოება და საბაჟო თავდაცვა“, – განაცხადა ბონი ჯენკინსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g