LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორელი: მოვუწოდებ საქართველოს გაიწვიოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან უფრო შორს გადაჰყავს

134
ჟოზეფ ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გაიწვიოს საქართველოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი.

მიხაილ როთი: „ეს ჩემი პირადი საქმეა და სირცხვილია, რომ ხალხი თქვენს ქვეყანაში თავს დაცულად არ გრძნობს მათი სექსუალური იდენტობის გამო – ანტი-LGBTI კანონი სირცხვილია!“

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვისწავლე ამ ქვეყნისა და ხალხის სიყვარული, არის მათი ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და ღიაობის ხანგრძლივი ისტორია.“

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის.

პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტი 84 ხმით მიიღო

მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

magti 5g