ბორის ჩოჩიევი, რომელიც წარსულში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში იკავებდა არაერთ თანამდებობას, კორონავირუსით გარდაიცვალა.
Sputnik Ossetia-ს ინფორმაციით, ის 64 წლის ასაკში, ვლადიკავკაზის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.
ბორის ჩოჩიევს სხვადასხვა დე ფაქტო თანამდებობა ეკავა. ხელმძღანელობდა განსაკუთრებული სიტუაციების დე ფაქტო სამინისტროს, იყო დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ადმინისტრაციის უფროსი.