„გაერთიანებული სამეფო უკრაინას, უახლოეს მომავალში, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით უზრუნველყოფს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
„რუსეთის მხრიდან საფრთხის შემცველი ქცევის გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას, უახლოეს მომავალში, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით უზრუნველყოფს. ეს მოიცავს როგორც ლეტალურ სამხედრო დახმარებას, თავდაცვითი იარაღის სახით, ასევე არალეტალურ სამხედრო დახმარებას,“- განაცხადა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ სანქციებს უწესებს იმ რუს პარლამენტარებს, რომლებმაც აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას დაუჭირეს მხარი. სანქციები დაეკისრა ასევე 5 რუსულ ბანკს და სამ რუს ოლიგარქს.