LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ჯონსონი: „პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ წარმატებას ვერ მიაღწევს, უკრაინელებმა აჩვენეს, რომ დაუმარცხებელი სული აქვთ”

971
BeFunky-collage

პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ წარმატებას ვერ მიაღწევს, უკრაინელებმა აჩვენეს, რომ დაუმარცხებელი სული აქვთ, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პუტინი ისეთი დონის ომის დანაშაულებების ჩადენაშია დამნაშავე, როგორიც ევროპაში “არც მესამე რაიხის და არც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ” არ ყოფილა.

„პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ წარმატებას ვერ მიაღწევს. ის ვერ შეძლებს უკრაინის განადგურებასა და დაპყრობას, რადგანაც მათ აჩვენეს, რომ დაუმარცხებელი სული აქვთ. ის უნდა გავიდეს, უნდა წაიყვანოს თავისი ტანკები და ჯავშანი,“- აღნიშნა ჯონსონმა BBC-თან ინტერვიუში.

ვიდეო: ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა

„ასეთი რიტორიკა მიუღებელი და უპატიებელია” – ჯო ბაიდენის განცხადებას კრემლიდან უპასუხეს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g