კრემლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ვლადიმერ პუტინის სამხედრო დამნაშავედ მოხსენიება უპატიებელ და მიუღებელ ნაბიჯად შეაფასეს.
ამის შესახებ განცხადება ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„ასეთი რიტორიკა მიუღებელი და უპატიებელია განსაკუთრებით იმ ქვეყნის ლიდერისგან, რომლის კუთვნილი ბომბებისგან ასი ათასობით ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.
როგორც მედია წერს, აქამდე ბაიდენი თავს არიდებდა მსგავს ფრაზას.
ვიდეო: ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა