LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბორჯღალოსნებმა” ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ნიდერლანდები დაამარცხეს

73
206984309-233130085290163-5592430441915540825-n

თელავის “კავკასიონი არენაზე” საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ნიდერლანდები 48:15 დაამარცხა.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 15:8 მოიგო, მეორე ტაიმში კი ანგარიში გაზარდა, მეტოქე გაანადგურა და ტურნირზე ხუთივე მატჩი მოიგო.

ნიდერლანდებთან მატჩამდე, საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და ჩემპიონობაც ვადაზე ადრე გაინაღდა.

ბორჯღალოსნებს უახლოეს ერთ თვეში სამი ძალიან საინტერესო ტესტ მატჩი ელით. 2 და 9 ივლისს, სტუმრად, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიოთან – სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან და 17 ივლისს თბილისში, შოტლანდიასთან.

 

ფოტო: ლევან ვერძეული

 

magti 5g