LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბორჯომის“ თანამშრომლები სამუშაო ადგილების შენარჩუნების გარანტიას და ხელშეკრულების ვადის განსაზღვრას 3 თვით მოითხოვენ

85
photo_2021-05-19_16-23-17

„ბორჯომის“ ქარხანასთან კომპანიის თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს – ისინი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან და კომპანიის გენერალურ დირექტორთან, ივანე მაჭავარიანთან შეხვედრას ითხოვენ. გარდა ამისა, „ბორჯომის“ თანამშრომლები სამუშაო ადგილების შენარჩუნების გარანტიას და ხელშეკრულების ვადის განსაზღვრას 3 თვით მოითხოვენ.

„ჩვენ კომპანიის მდგომარეობაში შევდივართ და გენ დირექტორთან ვანო მაჭავარიანთან შეხვედრას ვითხოვთ. როგორც ჩვენ შევდივართ კომპანიის მდგომარეობაში, ვითხოვთ, რომ ისინიც შემოვიდნენ ჩვენს მდგომარეობაში და ახალი ხელშეკრულება 3 თვის ვადით გავაფორმოთ, რადგან ომი შეიძლება ხვალ მორჩეს, ან 1 წლის შემდეგ, ეს ჩვენ არ ვიცით“, – განაცხადა “TV-პირველთან” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და ქარხანაში დასაქმებულმა. მისივე განმარტებით, აქციები იმის მიხედვით გაგრძელდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

„სიფრთხილით ვეკიდებით გადაწყვეტილებებს“ – ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი „ბორჯომის“ საკითხზე

ცნობისთვის, „აი დი ეს ბორჯომის“ მიერ ქარხნების გაჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, კომპანიამ დასაქმებულების თანამშრომლობის ახალი პირობები შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების პირობები იცვლება, მათ შორის ქარხნის იძულებით გაჩერების პირობებში, დასაქმებულები გაჩერების პერიოდში ანაზღაურების 50%-ს აიღებენ, ნაცვლად აქამდე გათვალისწინებული 100%-ისა.

“ბორჯომის” გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძეც. „პრემიერის მიერ დაანონსებული „სასიამოვნო სიახლის“ გამო დასაქმებულები გაურკვევლობაში არიან – როგორ განვითარდება მოვლენები და მათ თავს სასიამოვნო არაფერი ხდება. ვითხოვთ, ჩააყენონ საქმის კურსში, რადგან ამ ადამიანების და მათი ოჯახების მომავალი ბუნდოვანია“, – განაცხადა გიორგი დიასამიძემ TV-პირველთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g