LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიას ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც შეუერთდა

86

”ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” და ”ანაკლია სითი” კაპმანიაში -”სრულად აღვადგინოთ ბორჯომის ტყე” ჩაერთო.

”ჩვენი კომპანია ყველა სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციას, გუნდსა თუ თითოეულ გულშემატკივარ ადამიანთან ერთად იზიარებს ”თიბისი ბანკის” და კომპანია ”ბორჯომის” გადაწყვეტილებას – ამ მძიმე მომენტში გავაერთიანოთ ძალისხმევა, ენერგია და სრულად აღვადგინოთ ხანძრისგან გადამწვარ ბორჯომის ტყის 10 ჰექტარამდე ტერიტორია. ჩვენ გვესმის, რომ ეს იქნება გრძელი, რთული და მასშტაბური სამუშაო, მაგრამ არ დავზოგავთ რესურსს, რომ ბორჯომს დაუბრუნდეს პირველადი სახე. მოვუწოდებთ ბიზნეს და საჯარო სექტორს შემოგვიერთდნენ და ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე”, – აცხადებენ ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” წარმომადგენლები.

აქვე ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” და ”ანაკლია სითი” თხოვნით მიმართავს მეგობრებს, პარტნიორებს, თანამოაზრეებს. ”შემოგვიერთდით! ერთად ვიზრუნოთ სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის, ხეობის რეაბილიტაციისთვის, მწვანე და ჯანსაღი გარემოსთვის. საერთო ძალისხმევით, სიყვარულითა და ენერგიით აღვადგინოთ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე და მნიშვნელოვანი ფასეულობა- ბორჯომის ხეობა”, – აცხადებენ კონსორციუმში.

მათივე ინფორმაციით, კამპანია – ”სრულად აღვადგინოთ ბორჯომის ტყე”, 22 აგვისტოს, ”თიბისი ჯგუფის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ვიდეომიმართვის შემდეგ დაიწყო და მას უკვე შეურთდნენ ქართული ბიზნესის სხვა წარმომადგენლები. მათ შორის, კომპანიები ”ლისი დეველოპმენტი” და ”კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g