ბორჯომისა და ატენის ხეობებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ცეცხლის კერები, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილ ინფრასტრუქტურასთან ახლოს არ არის და შესაბამისად, დაზიანება მოსალოდნელი არ არის.
”სტიქიის დაწყების დღიდან, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მენეჯმენტი და ტექნიკური ბრიგადები მობილიზებულნი არიან ბორჯომის ხეობაში, რათა ცეცხლის გავრცელების შემთხვევაში დროული რეაგირება მოახდინონ. კომპანიის კუთვნილი მაღალი გამავლობის ტექნიკა სტიქიის ლიკვიდაციის პროცესში მეხანძრეებს და მაშველებს ეხმარება”, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.