ბორჯომში დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული კლინიკაში თავად მივიდა.
დაჭრის ფაქტი “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.