ორი არასრულწლოვანი გოგონა, რომელთაც სამართალდამცავები ბორჯომში ეძებდნენ, გორსი იპოვეს. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, გოგონები ერთ-ერთის ბიოლოგიურ მამასთან იყვნენ ჩასულები.გავრცელებული ინფორმაციით, გოგოებს ოჯახებში კონფლიქტი მოუვიდათ და მათ მიმალვით „შურისძიება“ გადაწყვიტეს.
გოგონების პოვნის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს შსს.
შეგახსენებთ, რომ გოგოების დაკარგვის შესახებ ცნობა დაახლოებით 2 საათის წინ გავრცელდა, ბავშვების მაისურები და ტელეფონები მიტოვებულ შენობაში ნახეს.
მიტოვებულ შენობაში მათი მობილური ტელეფონები და მაისური იპოვეს.
ბორჯომში 14 წლის გოგოები გაუჩინარდნენ
პოლიციას ბავშვები უკვე მიჰყავთ ბორჯომში ოჯახებისთვის დასაბრუნებლად.
წყარო: პრაიმტაიმი