LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში ხანძრის გამომწვევი მიზეზი ადამიანური ფაქტორია – გიორგი მღებრიშვილი

116

ბორჯომში, სოფელ საკირეთში ხანძრის გამომწვევი მიზეზი ადამიანური ფაქტორია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი მღებრიშვილმა, განუცხადა.

მღებრიშვილი განმარტავს, რომ ამ პერიოდში ბუნებრივად ხანძრის გაჩენა წარმოუდგენელია.

“ყველანაირად გამოვრიცხავ ბუნებრივ ფაქტორს, რადგან ამ პერიოდში ბუნებრივად ხანძრის გაჩენა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. მიზანმიმართული იყო თუ დაუდევარი მოქმედება, ამას, ალბათ, კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ბორჯომში ხანძარი გუშინ ღამე გაჩნდა და 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g