ბორტგამცილებლებმა თვითმფრინავის ყველაზე ბინძური ადგილი დაასახელეს. ბორტის წევრები ყველას ურჩევენ, რომ სავარძლის უკანა მხარეს განთავსებულ სათავსოს მოერიდონ. საქმე ისაა, რომ ეს ჯიბე ყველაზე ბინძური ადგილია, რადგან მას არასდროს არავინ ასუფთავებს. ამასთან, ზოგიერთი მგზავრი სათავსოში ყველაფერს აწყობს, მათ შორის საკმაოდ ბინძურ ნივთებსაც, ამიტომ ის მიკრობებითაა სავსე. სწორედ ამიტომ, თუკი ამ ჯიბის გამოყენება აუცილებლობას წარმოადგენს, უმჯობესია თუკი მგზავრებს თან ერთჯერადი პაკეტები ექნებათ და ნივთებს იქ სწორედ ამ პაკეტებით ჩააწყობენ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კომპანია Marketplace-ის სპეციალისტებმა თვითმფრინავის სალონი დეტალურად შეისწავლეს და იგივე დასკვნა გააკეთეს.


