LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორტზე ტორტს ჟოლოს მუსით მოგართმევენ – ავიაკომპანიამ მილოცვის სერვისი დანერგა

121
637042360698152612QU

ამიერიდან, მოგზაურებს შესაძლებლობა ექნებათ, საყვარელ ადამიანებს დაბადების დღე დედამიწიდან 10 000 მეტრის სიმაღლეზე მიულოცონ, ხელი სთხოვონ ან სხვა რაიმე დღესასწაული აღნიშნონ – უკრაინულმა ავიაკომპანიამ სერვისი „გილოცავთ ბორტზე” დანერგა.

როგორც avianews-ი ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ამ სერვისით სარგებლობისთვის YanAir Airlines-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, სპეციალურ ოფციაში შეკვეთის გაკეთებაა საჭირო და ბორტზე მყოფ ნებისმიერ მგზავრს, ბორგამყოლი ულამაზეს სადღესასწაულო ტორტს მიართმევს, რომელსაც ჟოლოს მუსი ამშვენებს.

YanAir უკრაინელებს ახალი წლის შეხვედრას საქართველოში ურჩევს

კიევიდან თბილისის მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო პერიოდზე ბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო

აღნიშნული სერვისით სარგებლობა მსურველს 12 დოლარი დაუჯდება.

შეგახსენებთ, YanAir-ი მიმდინარე წელს კიევიდან, მხოლოდ ბათუმის მიმართულებით დაფრინავდა, ზამთრის სანავიგაციო პერიოდში კი ავიარეისებს კიევი-თბილისის, კიევი-ბათუმის და ხარკოვი-ბათუმის მიმართულებებზე შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g