„მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წევრი, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ბრალს არ აღიარებს“, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებთან თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა განმარტა, ლაშა ბერიძის სურვილია, მისმა ადვოკატმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთოს.
„პაატა მანჯგალაძისთვის ბრალდების არანაირი საფუძველი არ არსებობს – არ არსებობს ინტერვიუ, მოწოდება რაიმე ტიპის ჯგუფური ორგანიზებისკენ და მით უმეტეს, არ არსებობს ფაქტი“ – ადვოკატი, ბექა ბასილაია
ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავასა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
„მას ბრალდება ოფიციალურად გააცნეს. ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ მხოლოდ გაეცნო ბრალს, ის ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს. ლაშა ბერიძის პოზიციაა, არანაირი კომენტარი არ გავაკეთო, ვიდრე დეტალურად არ გავერკვევით საქმის ვითარებაში. სასამართლოში მოვა და რასაც საჭიროდ ჩათვლის იტყვის, თუკი, მოუნდება“,- განაცხადა ჩინჩალაძემ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.