LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილია თანახმაა ამაზონის ხანძართან დაკავშირებით დახმარება მიიღოს, თუმცა თანხებს თავად განკარგავს

223
amazon

“ბრაზილიის მთავრობა და პრეზიდენტი მზად არიან ქვეყნებისა და ორგანიზაციებისგან ფინანსური დახმარება მიიღონ. თუმცა, როდესაც ეს ფული ქვეყანაში შემოვა, მას სრულად განკარგავს მთავრობა და ბრაზილიელი ხალხი,“ – ეს განცხადება ბრაზილიის პრეზიდენტის პრესსპიკერმა რეგო ბაროსომ გააკეთა. ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

როგორც „როიტერსს“ დიპლომატიურ წრეებში განუცხადეს, რომ ბრაზილიამ დიდი ბრიტანეთისგან 10 მილიონი ფუნტის ოდენობის დახმარება მიიღო.

ამაზონის ტყეში არსებულ ხანძარი “დიდი შვიდიანის” სამიტის ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო. ლიდერები ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, რის მიღებაზეც ბრაზილიამ თავდაპირველად კატეგორიული უარი განაცხადა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ამაზონის ხანძრების ჩასაქრობად საერთაშორისო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი მის მიმართ გამოთქმულ შეუარცხმყოფელ სიტყვებს უკან წაიღებს.

ემანუელ მაკრონმა ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ტყეებში მიმდინარე ხანზრებთან დაკავშირებით უმოქმედობაში დაადანაშაულა და მას მატყუარა უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g