LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება“ – სამი ოპოზიციური პარტიის ერთობლივი მიმართვა

136
Untitled design (4)

„გასულმა დღეებმა და თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში, სისტემა, რომელსაც ჩვენ ვებრძვით, არც ისე ძლიერია და არსებობს გზა, როგორ შეიძლება, ამ სისტემას უკან დავახევინოთ“, – ამის შესახებ „დროას“, „გირი – მეტი თავისუფლებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობლივ ბრიფინგზე ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ბრძოლა გრძელდება და საზოგადოებაში მაღალია მოლოდინი, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.

მათივე თქმით, „უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ ქვეყანამ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს“.

„გასულმა დღეებმა და თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში, ეს სისტემა, რომელსაც ჩვენ ვებრძვით, არც ისე ძლიერია და არსებობს გზა, როგორ შეიძლება ამ სისტემას დავახევინოთ უკან. მნიშვნელოვანია ყველამ გავიაზროთ, რომ ეს იყო ერთი ბრძოლა, რომელშიც გამარჯვება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ ერთად შევძელით, რომ ივანიშვილმა წაიღო უკან რუსული კანონი, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და გვესმის, რომ საზოგადოებაში არის მაღალი მოლოდინი, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. ისიც გვესმის, რომ პირველ რიგში ეს პასუხისმგებლობა არის პოლიტიკურ პარტიებზე.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ რამ მოიტანა ეს გამარჯვება, რა იყო ის ფაქტორები, რის გამოც ჩვენ შევძელით ამ შემთხვევაში სისტემის დამარცხება, ჩვენი აზრით, ეს იყო ძალიან გასაგები, კონკრეტული მოთხოვნა რა იყო გასაკეთებელი, ეს იყო დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაფიო, გასაგები, არაორაზროვანი, ყოველგვარი დიპლომატიური ენისგან დაცლილი გზავნილები თუ რა იყო გასაკეთებელი, და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სრული კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, მთელი საზოგადოების.. დაწყებული გვაქვს კონსულტაციები და ვაპირებთ მის გაგრძელებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კი აღნიშნა, რომ „ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება“.

„კარგად გვესმის, რომ ამ კანონის სახით ერთი წინაღობა მოცილებულია, მაგრამ ჩვენი ამოცანაა საბოლოო ჯამში ევროპული პერსპექტივის დაბრუნება, რის ბარიერადაც დღემდე ჯერ კიდევ დგას „ქართული ოცნება“. გაჩერებას არ ვაპირებთ, ვხედავთ უპრეცედენტო კონსოლიდაცია და საერთაშორისო მხარდაჭერას.

ჩვენ ვხედავთ, რომ სიმართლის ძალა არის ის, რაც ამარცხებს რუსულ რეჟიმს. არ ვაპირებთ, ქვეყანა ამ რუსულ მთავრობას დავუთმოთ“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კი თქვა, რომ პასუხისგებაში უნდა მიეცენ ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მანიფესტანტები დაარბიეს:

„არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ ვნახეთ, რომ დაიხიეს უკან, რუსული კანონი გაიტანეს, მაგრამ რეჟიმი კვლავ არის ამ ქვეყანაში, რომელიც რუსეთთან კვლავ სინერგიაში საუბრობს კონკრეტული მესიჯებით. ჩვენ ვნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი როგორ თავხედურად, როგორ მხდლად იხსენიებს ახალგაზრდებს, როგორ იმუქრება. მისი მუქარის არავის ეშინია. ვეუბნები პირადად, არცერთ ახალგაზრდას არ დაადოთ ხელი! არცერთ მშვიდობიან მანიფესტანტს! ჩვენ ყველას დავუდგებით გვერდით და ერთიანობით არ მიგაცემინებთ პასუხისგებაში. პირიქით, პასუხისგებაში უნდა მიეცეთ თქვენ ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მანიფესტანტები დაარბიეთ“- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი კობახიძე: „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერავინ დააბრუნებს

„ლელო” EU-ის 12 მოთხოვნის შესრულების მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირების ინიციატივით გამოდის – „საჭიროა, ამ საბჭოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტმა“

როგორ უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილის დეოლიგარქიზაცია, თუ არ მოხდება მთავრობიდან იმ ადამიანების განდევნა, ვინც მას ურეკავს? წავართვათ ტელეფონი? ეს კომიკურია – გიორგი მარგველაშვილი

შაშკინი: ან ხელისუფლება შეასრულებს ხალხის მოთხოვნას, ან ხალხი შეცვლის ხელისუფლებას

ვანო მერაბიშვილი: ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა

magti 5g