ბოლო დროს ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის ურთიერთობა დათბა, თუმცა როგორც ჩანს, მხოლოდ დროებით.
გამოცემა RadarOnline წერს, რომ ბრედ პიტი ანჯელინას ნამდვილ ომს უცხადებს, რათა ბოლო დროს მომხდარ ინციდენტებმზე მას სამაგიერო გადაუხადოს. საუბარია უყურადღებობაზე, რომლის შედეგადაც მათმა შვილმა, ვივიენმა, თავის დაზიანება მიიღო. ამ დროს მის გვერდში იყო მხოლოდ ძიძა, ანჯელინა კი ჟენევაში იმყოფებოდა.
ინსაიდერების თქმით, ბრედი განარისხა იმ ფაქტმა, რომ ბავშვები სრულიად უცხო ადამიანთან იყვნენ დატოვებულები და არ იყვნენ დედასთან ახლოს, რაც სრულიად შესაძლებელი იყო. „ადრე მას ეშინოდა აქტიური მოქმედებების, რადგან შიშობდა, რომ ენჯი მას ბავშვების ნახვას კვლავ აუკრძალავდა. ამჯერად კი, პიტი ბავშვებზე მეურვეობის მოპოვებას შეეცდება“, – აცხადებს ინსაიდერი.