ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის რომანის დაწყებიდან უკვე ერთი წელი გავიდა. მათი ურთიერთობა აშკარა პროგრესს განიცდის. პიტი თავის გარემოცვას ინესს, როგორც თავის შეყვარებულს, ისე აცნობს. წყვილის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა.
„ისინი ბრედის დაბადების დღეს ერთად აღნიშნავენ, ისევე როგორც შობასა და ახალ წელს, თუმცა, დაქორწინებას არ აპირებენ, რადგან სურთ, ისეთი მხიარული და უდარდელი ურთიერთობა შეინარჩუნონ, როგორც ახლა აქვთ. ბრედი ინესთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, ის მშვიდადაა. ორივე მუშაობს, თავისუფალ დროს კი ერთად ატარებენ“, – ნათქვამია ინსაიდერის განცხადებაში.
ბრედ პიტი ინეს დე რამონს, რომანიდან ერთი წლის თავზე, შეყვარებულს უწოდებს – რას ჰყვება ინსაიდერი