LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ბრედ პიტის გოგო ხარ, თავს უფრო მეტად უნდა მოუარო“, „ანჯელინას წააგავს“, – 33 წლის ინეს დე რამონი პლანეტის ყველაზე სასურველ მამაკაცთან პაემანზე მიემართება

964
page

„პლანეტის ყველაზე სასურველ მამაკაცის“, ბრედ პიტის ახალი გულის სწორი, ინეს დე რამონი ლოს-ანჯელესში გადაიღეს. ინსაიდერების ცნობით, ის ბრედ პიტთან პაემანზე მიემართებოდა. აღსანიშნავია, რომ წყვილმა რომანის ერთი წლის იუბილე აღნიშნა.

ამ დღეს 33 წლის ინესი ყოველდღიური სტილის, უბრალო ტანისამოსში იყო გამოწყობილი. მისმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

„არანაირი ბრენდი, არანაირი გლამური“, „ანჯელინას წააგავს“, „როცა ბრედ პიტის გოგო ხარ, თავს უფრო მეტად უნდა მოუარო“, – წერენ კომენტარებში.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ 59 წლის პიტი პოლ უესლის ყოფილ მეუღლეს თავის შეყვარებულს უწოდებს. ინსაიდერმა გამოცემასთან მათი ურთიერთობის შესახებ ახალი დეტალები გააჟღერა.

„ბრედი ინესს თავის გარემოცვას უკვე ისე აცნობს, როგორც თავის შეყვარებულს. საოცრად ცხელი წყვილია, მათ მოსწონთ ერთად დროის გატარება. ეს პიტის პირველი ნამდვილი ურთიერთობაა ანჯელინა ჯოლისთან მტკივნეული განქორწინების შემდეგ. მოხარულები ვართ, როცა ბრედს ბედნიერს ვხედავთ“, ნათქვამია განცხადებაში.

ბრედ პიტი ინეს დე რამონს, რომანიდან ერთი წლის თავზე, შეყვარებულს უწოდებს – რას ჰყვება ინსაიდერი

ვიდეო: სრული განცხრომა – როდესაც გვერდით ბრედ პიტი გიდგას და თან მუსიკას უსმენ – ინეს დე რამონი და ბრედ პიტი U2-ს კონცერტზე გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები