დასავლური მედია ამტკიცებს, რომ ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის შერიგების ინიციატორი კორტნი კოკსი იყო. ჯენიფერ ენისტონის უახლოესმა მეგობარმა ყველაფერი გააკეთა, რათა ენისტონი და პიტი ჯერ შეეხვედრებინა, შემდეგ კი, მათ ახლო ურთიერთობა დაეწყოთ. ამის მიზეზად მედია ჯენიფერ ენისტონის დეპრესიას ასახელებს. კორტნი კოკსის თვლის, რომ ჯენის ყოველთვის უყვარდა ბრედი და ახლა სწორედ შერიგების დრო მოვიდა. ინფორმაციას გამოცემა The Sun ავრცელებს.
აქცე ცნობილია, რომ კორტნი კოკსი ბრედ პიტს ჯერ კიდევ მაშინ შეხვდა, როცა ენისტონი ჯასტინ ტერუზე იყო დაქორწინებული. ასევე ის ხშირად საუბრობდა ბრედ პიტზე ენისტონთანაც და თვლიდა, რომ ოდესმე ისინი აუცილებლად შერიგდებოდნენ.



