ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო მთავარ როლებს შეასრულებენ კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში, რომელსაც „ერთხელ ჰოლივუდში“ ერქმევა და რომელშიც მოქმედება 70-იან წლებში განვითარდება. სიუჟეტი სერიულ მკვლელ ჩარლზ მენსონის სექტასა და რომან პოლანსკის მეუღლეს, შერონ ტეიტის მკვლელობას შეეხება.
დიკაპრიო ყოფილ მსახიობს, რიკ დალტონს განასახიერებს, ხოლო პიტი – მის კასკადიორს, კლიფ ბუტს. სიუჟეტის მიხედვით, დალტონის მეზობელი მოკლული ტეიტი იქნება.
ტარანტინომ აღიარა, რომ ახალი ფილმის სცენარს 5 წლის განმავლობაში წერდა.
ფილმი დიდ ეკრანებზე 2019 წლის 9 აგვისტოს გამოვა – მენსონის სექტის მიერ შერონ ტეიტის მკვლელობიდან ზუსტად 50 წლის შემდეგ.