დღეს მთელი მსოფლიო ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის შესაძლო შერიგებას განიხილავს. ერთ დროს ყველაზე პოპულარული წყვილი ცოტა ხნის წინ SAG Awards-ის ცერემონიაზე შეხვდა. სცენამ, სადაც ბრედ პიტი ენისტონის გამარჯვებას დიდ ეკრანზე ადევნებს თვალს, მთელი დაჯილდოვება გადაფარა.
ინსაიდერები ამბობენ, რომ წყვილის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. მანამ, სანამ მედიაში ენისტონისა და პიტის შერიგების შესახებ ინფორმაცია გაჩნდება, ერთად გავიხსენოთ მათი სიყვარულის ისტორია საუკეთესო ფოტოებით.





