LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტისა და ჯორჯ კლუნის ორმაგი პაემანი ვენეციაში – უახლესი ფოტოები

417
page

როგორც ცნობილია, „ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე“ ბრედ პიტისა და ჯორჯ კლუნის ერთობლივი ფილმის, Wolfs პრემიერა შედგა. ბიჭები წითელ ხალიჩაზე თავიანთ რჩეულებთან ერთად, ინეს დე რამონთან და ამალ კლუნთან ერთად გამოჩნდნენ.

ბრედ პიტმა „ვენეციის კინოფესტივალზე“ შეყვარებული გამოაჩინა

დამღლელი პრემიერის შემდეგ, ბიჭებმა გადაწყვიტეს ორმაგი პაემანი მოეწყოთ და რჩეულები ვენეციაში, ნავით გაასეირნეს, შემდეგ კი რესტორანში ივახშმეს.

ამ დღეს 60 წლის პიტი თეთრი პერანგით იყოს წარმოდგენილი, მის საყვარელ ქალს კი შავი სარაფანი ეცვა. 63 წლის კლუნი ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, მის მეუღლეს კი შავი კაბა ამშვენებდა.

აღსანიშნავია, რომ „ვენეციის კინოფესტივალზე“ ბრედ პიტის ყოფილ მეუღლის, ანჯელინა ჯოლის ფილმის „მარია“ პრემიერა შედგა. ჯოლი კვლავ ვენეციაში იმყოფება, შესაბამისად, სკანდალური ექს-წყვილის შეხედა გარდაუვალია.

„ბრანჯელინას“ შეხვედრა წითელ ხალიჩაზე გარდაუვალია – ბრედ პიტი „ვენეციის კინოფესტივალზე“ ახალ შეყვარებულთან ერთად მივიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები