LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრედისთვის სულერთია, რას ფიქრობს ანჯელინა მასზე“ –  პიტის ახალი რომანის დეტალები

385
bradpittpoturalskijole

უკვე კვირაზე მეტია, რაც მსოფლიო მედია ბრედ პიტისა და ნიკოლ პოტურალსკის რომანზე წერს. ცნობილია, რომ შეყვარებულები ამჯერად პარიზში, ბრედ პიტის კუთვნილ, შატო მირავალის რეზიდენციაში იმყოფებიან. ეს ის რეზიდენციაა, სადაც თავის დროზე ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ იქორწინეს.

დღეს კი მედიაში წერენ, რომ შატო მირავალის რეზიდენცია ბრედ პიტმა განგებ შეარჩია. 56 წლის მსახიობმა იცოდა, რომ ანჯელინას ეს ფაქტი არ მოეწონებოდა. ამის მიუხედავად, მან ახალი შეყვარებული რეზიდენციაში მიიწვია: „ბრედისთვის სულერთია, რას ფიქრობს ანჯელინა“, – უყვება წყარო გამოვემა Us Weekly-ს. ასევე ირკვევა, რომ პიტი და პოტურალსკი ერთმანეთს 2019 წელს, კანიე უესტის კონცერტზე შეხვდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები