ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი მილოცვებს იღებენ: როგორც გაირკვა, წყვილს პატარა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ შეეძინა, თუმცა, ამ ფაქტს საგულდაგულოდ მალავდა. ინფორმაცია გამოცემამ People ოფიციალურად დაადასტურა.
პატარას სქესსა და სახელს მშობლები არ ამხელენ, ისევე, როგორც დაფარეს ირინას ორსულობის ამბავი. ეს ფაქტი ცნობილი დეკემბერში, Victoria’s Secret Fashion Show-ზე გახდა.
31 წლის შეიკისთვის და 42 წლის კუპერისთვის ეს პირველი შვილია.