ბრედ პიტის უიმბლდონზე გადაღებული ფოტოების შემდეგ, ყურადღების ცენტრში ამჯერად ანჯელინა ჯოლი მოექცა. გამოცემა „დეილი მეილმა“ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც ენჯის ნიუ-იორკში ყოფნის დროს არის გადაღებული. ანჯელინა ქალაქში შვილებთან, ზაჰარასთან და პაქსთან ერთად იმყოფებოდა.
48 წლის ენჯი ახალ ფოტოებზერ ფანტასტიკურად გამოიყურება. ის თეთრი ფერის პლაშჩით, „ქლოეს“ სანდლებითა და შავი შარვლით გამოვიდა ერთ-ერთი სასტუმროდან.
ბოლო დროს ანჯელინამ ვარცხნილობა და თმის ფერიც შეიცვალა.