ანჯელინა ჯოლი ოჯახური სეირნობის დროს კიდევ ერთხელ გადაიღეს. 6 შვილის დედა კრემისფერ თრენჩში იყო გამოწყობილი. ტაბლოიდების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ჯოლისა და პიტის 15 წლის ქალიშვილი, ვივიენი მოექცა. გოგონა კვლავ ძალიან მორიდებულად იქცეოდა და მას საოცრად შეწუხებული გამომეტყველება ჰქონდა.
პაპარაცებმა არაერთი ფოტოს გადაღება მოახერხეს, ვივიენი ყველა მათგანში უცნაურად გამოიყურება, ამიტომ ინტერნეტსივრცეში მითქმა-მოთქმა არ წყდება.
„რა ჭირს ვივიენს, ყველა ფოტოში ასეთი რატომაა?“, „აშკარად რაღაც პრობლემები აქვს“, „დააკვირდით მის სახეს“, – წერენ კომენტარებში.
„რა სჭირს ვივიენს“ – ანჯელინა ჯოლი ქალიშვილთან ერთად H&M-ში შოპინგის დროს გადაიღეს
„რა სჭირს ანჯელინას და ბრედის ქალიშვილს?“ – ჯოლიმ 14 წლის ვივიენი გამოაჩინა