LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა სჭირს ვივიენს“ – ანჯელინა ჯოლი ქალიშვილთან ერთად H&M-ში შოპინგის დროს გადაიღეს

63468
Untitledffffff

ანჯელინა  ჯოლისთვის ბოლო ერთი კვირა საკმაოდ დატვირთული იყო, ამერიკაში, „მარადიულების“ პრემიერის შემდეგ ის რომში გაემგზავრა, ახლა კი ვარსკვლავი 13 წლის ქალიშვილთან, ვივიენთან ერთად ლონდონის ქუჩებში გადაიღეს.

ფოტო: მარადიული სილამაზის მქონე ანჯელინა „მარადიულების“ პრემიერაზე ქალღმერთის იმიჯით გამოჩნდა

შაილო პიტმა კაბა პირველად მოირგო და სქესის შეცვლას აღარ აპირებს – ანჯელინასა და ბრედის ქალიშვილი მშობლების ასლია

ყველასათვის მოულოდნელად ანჯელინა და ვივიენი H&M-ის მაღაზიაში დააფიქსირეს. ჯოლი ქალიშვილისთვის ჩვეულებრივ, თეთრ მაისურებს ყიდულობდა. საზოგადოებას არ გამორჩენია გოგონას უჩვეულო გამოხედვა, ის თითქოს შეშინებული და დამწუხრებული იყურებოდა და დედას ეკვროდა.

„ენჯი ჩვეულებრივ მაღაზიაში შოპინგობს?!“, „რა სჭირს ვივიენს“, – წერენ კომენტარებში.

რაც შეეხება ანჯელინას „ლუქს“, მსახიობი ნაცრისფერ, „დოლჩე და გაბანას“ მანტოში იყო გამოწყობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები