კომპანია Samsung Elecrtronics-მა Samsung – ის ბრენდ მაღაზიაში Samsung GALAXY S სერიის სმარტფონების – Galaxy S7 და Samsung Galaxy S7 Edge-ის უახლესი მოდელების პრეზენტაცია გამართა.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, 21 თებერვალს Samsung-მა, ბარსელონაში წარმოადგინა ყველაზე ინოვაციური Samsung GALAXY S სერიის სმარტფონები – Samsung Galaxy S7 და Samsung Galaxy S7 EDGE, რომელსაც მომხმარებელი დიდხანს ელოდა. მათივე ინფორმაციით, წარმოდგენილი სმარტფონები მომხმარებელს სთავაზობს განუმეორებელ დიზაინსა და მეტ ეფექტურობას, კიდევ უფრო მეტი სისწრაფისა და სიმარტივისთვის. პროდუქტი შექმნილია დღევანდელი მობილური ცხოვრების წესისთვის და შეიცავს გაუმჯობესებულ ფუნქციებს: დახვეწილ დიზაინს, უკეთესი ხარისხის კამერას, განვითარებული პროგრამის ფუნქციასა და სერვისის შეუდარებელ წვდომას პროდუქტთან.
“ჩვენ გვჯერა უკეთესი სამყაროსი, მეტი სიმკვეთრით, შესაძლებლობებითა და გართობით. ჩვენი ახალი პროდუქტით ვცდილობთ ეს ხედვა გავუზიაროთ მომხმარებელსაც. მომხმარებელს ვაძლევთ ძალას,რომ მიიღონ ცხოვრებისგან მაქსიმუმი ამ ტექნოლოგიით და სულ უფრო მეტად შორს გადავწიოთ შესაძლებლობების ზღვარი,”- განაცხადა DJ Koh-მა, მობილური კომუნიკაციების ბიზნესის პრეზიდენტმა Samsung Electronics-ში.
დღეიდან კი Samsung Elecrtronics-ი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას განათავსოს წინასწარი შეკვეთა ახალ სმარტფონებზე და საჩუქრად მიიღოს ვირტუალური რეალობის სათვალე Gear VR.
