LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრენდები, რომლებიც ახლადგახსნილ “ბათუმი მოლში” იქნება წარმოდგენილი

2349

ბათუმის პირველი ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი ”ბათუმი მოლი”  5 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნება.  როგორც ”ფორტუნას” სავაჭრო ცენტრიდან აცნობეს, გახსნის ცერემონისთან დაკავშირებით ”ბათუმი მოლში” უამრავი აქტივობაა დაგეგმილი.

”გაიმართება  მასშტაბური საზეიმო ღონისძიება, რაც გულისხმობს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებს, ფასდაკლებებს, უამრავ სიურპრიზსა და საჩუქრებს სავაჭრო  ცენტრში მოსული მომხმარებლებისთვის.  ამასთან, მათ შევთავაზებთ ერთკვირიან სპეციალურ აქციას – 5 ნოემბრიდან  12 ნოემბრის ჩათვლით, მოლში  გახარჯული  ყოველი 200 ლარის ოდენობის ქვითრის  მფლობელი  დასაჩუქრდება  ”ბათუმი მოლის”  მიერ  დაწესებული განსაკუთრებული და საინტერესო საჩუქრებით”, – აღნიშნეს სავაჭრო ცენტრში.
მათივე ცნობით,   მიმდინარე ეტაპზე  მოლში  გახსნილი და წარმოდგენილია სხვადასხვა დანიშნულების 50-მდე სავაჭრო  და გასართობი ობიექტი.  მიმდინარე წლის ბოლოსთვის კი დაგეგმილია ობიექტების  რაოდენობის  ზრდა, შესაბამისად 2016 წლის ბოლოს „ბათუმი მოლი“  ჯამში 100 ობიექტით მოემსახურება მომხმარებლებს.

სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულია:

  •  ჰიპერპერმარკეტი;
  •  ტანსაცმლის   და ფეხსაცმლის ბრენდული მაღაზიები;
  •  პარფიუმერული, სამკაულის და აქსესუარების მაღაზიები;
  •  სატრენაჟორო დარბაზი;
  •  კაფეები, ბარები და სხვადასხვა გასართობი ობიექტები.

“ბათუმი მოლში” წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: ”ისი პარი”, ”დელფოსი”, ”ბელჰაუსი”, ”ასპრია”, ”ლორეალი” , ”მოკასინი” და სხვა…

ცნობისთვის, “ბათუმი მოლი” 4-სართულიანი სავაჭრო ცენტრია,  შენობას თან ახლავს 6 დონიანი ავტოსადგომი, რაც  ბათუმისთვის სიახლეს წარმოადგენს. ცენტრის თოთოეულ სართულს აქვს ინდივიდუალური გასასვლელი პარკინგის შესაბამის დონეზე.  მაქსიმალური კომფორტისთვის სავაჭრო ცენტრი აღჭურვილია ლიფტებით  და ესკალატორებით.   სავაჭრო ცენტრის სრული ფართობი შეადგენს 18400კვ.მ-ს, საიდანაც 12500 კვ.მ არის კომერციული ფართი, ხოლო 5900 კვ.მ  გამოყოფილია  ავტოსადგომისთვის. პროექტის განხორცილებისთვის გამოიყო  20 000 000 ლარი.  მშენებლობის პროცესში დასაქმებული  იყო 200 ადამიანი, ხოლო გახსნის შემდეგ დასაქმდება 120-მდე ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები