LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრენდმა MSCHF წარადგინა ყველაზე პატარა ჩანთა, რომელიც ნემსის ყუნწშიც კი ეტევა

138
Screenshot 2023-06-16 110002

ბრენდმა MSCHF-მა უნიკალური, მიკროჩანთა წარადგინა, რომელიც ერთი შეხედვით Louis Vuitton-ის ქმნილებას ჰგავს. სინამდვილეში კი ბრენდს Vuitton-ის პრინტი უნებართვოდ აქვს გამოყენებული და გამორიცხული არ არის, რომ მოდის სახლმა მას სასამართლოში უჩივლოს. ინფორმაციას ამის შესახებ highsnobiety ავრცელებს.

აქსესუარი ღია სალათისფერი გამჭვირვალე პლასტიკისგანაა დამზადებული და მისი ზომებია 657x222X700 მიკრომეტრი, რაც იმდენად ცოტაა რომ ჩანთის ნახვა მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი.

ჩანთა 3D პრინტერზეა დაბეჭდილი და ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არსებობს. უნიკალურ ქმნილებას აუქციონზე გაყიდიან მიკროსკოპთან ერთად, რათა მყიდველმა პროდუქტის ნახვა შეძლოს.

აღსანიშნავია, რომ MSCHF უცნაური ნაწარმითაა ცნობილი და აქამდეც არაერთი გაურკვეველი დანიშნულების პროდუქტი გამოუშვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები