LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთი „ლუი ვიტონისგან“ იმის აღიარებას ითხოვს, რომ ბოლო კოლექციაში „რუმინული კვალია“

111
louis-vuitton-credit-ie-750x430

რუმინეთის კულტურის სამინისტრო აპირებს, მიმართოს ცნობილ ფრანგულ მოდის სახლს Louis Vuitton-ს და იმის აღიარება სთხოვოს, რომ ახალი კოლექცია სიბიუს ტრადიციული სამოსის შთაგონებითაა შექმნილი. ამის შესახებ Romania Journal წერს.

ინიციატივის ავტორები საზოგადო მოღვაწეები არიან. ისინი აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ბრენდმა ახალი კოლექცია სამოსის დიზაინის წარმომავლობის ხსენების გარეშე გამოუშვა და კულტურული მემკვიდრეობის დამცველებთანაც არ შეათანხმა ეს საკითხი.
საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, რომ Louis Vitton-მა ეს სამოსი გააქროს მანამ, სანამ სიბიუელებისგან შესაბამის ნებართვას არ მიიღებს.

რუმინელი აქტივისტები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობენ მიიღონ მსოფლიო ბრენდებისგან აღიარება, რომ მათი კოლექციებიდან კონკრეტული ნივთები ტრადიციული რუმინული სამოსის შთაგონებითაა შექმნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები