გუშინ ინტერნეტში გამოჩნდა „ბრიჯიტ ჯონსის ბავშვის“ პირველი პრომო-პოსტერი. ამჯერად კი, Entertainment Weekly-მ ოფიციალური პოსტერები გამოაქვეყნა. პრემიერამდე რამდენიმე თვე რჩება, თუმცა რენე ზელვეგერი, პატრიკ დემპსი და კოლინ ფერტი უკვე აქტიურად ემზადებიან პრემიერისთვის, რომელიც 2016 წლის 22 აპრილსაა დაგეგმილი.
სწორედ ახალი ფილმიდან შევიტყობთ, რატომ ვერ შედგა მთავარი გმირისა და მისტერ დარსის რომანი, როგორ შემოდის ბრიჯიტ ჯონსის ცხოვრებაში მილიონერი მამაკაცი, რომლის როლსაც დემპსი ასრულებს და საბოლოოდ, ვინ არის მთავარი გმირის შვილის მამა.