LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიჯიტ მაკრონმა ჟურნალისტებთან სასამართლო დავა წააგო, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ის მამაკაცად დაიბადა და 1980-იან წლებში ტრანსგენდერი ქალი გახდა

3052
page

საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი, ორ ქალთან სასამართლო დავაში დამარცხდა. ჟურნალისტები 2021 წელს ინტერნეტში თეორიას ავრცელებდნენ, თითქოს ბრიჯიტი მამაკაცადაა დაბადებული და მას რეალურად ჟან-მიშელი ჰქვია. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

სასამართლომ 2024 წლის სექტემბერში, ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო ორი ჟურნალისტი და მათ მაკრონის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით, 13 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. თუმცა, პარიზის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და განმარტა, რომ სიუჟეტი, რომელიც ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს, გახლავთ უბრალოდ „არასარწმუნო წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია“. სასამართლო უწყებამ ბრალდებულები გამონაკლისის სახით კომპენსაციის გადახდისგან გათავისუფლა.

ცნობისთვის, სკანდალი დაიწყო YouTube-ვიდეოთი, სადაც ამანდა რუამ და ნატაშა რეიმ გააჟღერეს ე.წ. „სახელმწიფო დონის ტყუილი“. მათი მტკიცებით, ბრიჯიტ მაკრონი 1980-იან წლებში ტრანსგენდერი ქალი გახდა და ის არ არის საკუთარი შვილების ბიოლოგიური დედა. თეორია ფართოდ გავრცელდა სოციალურ მედიაში, თუმცა, მოგვიანებით ვიდეო წაიშალა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაცია უკვე წლებია ტრიალებს მედიაში. ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ვიდეო: ბრიჯიტ მაკრონმა მეუღლეს კვლავ საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა

მაკრონების სკანდალი გრძელდება – ბრიჯიტ მაკრონი ყველა ფოტოზე გაბრაზებულია

შავი ელეგანტური პიჯაკი, ოქროსფერი ჩანთა და ბრილიანტები – ბრიჯიტ მაკრონი საპრეზიდენტო ვახშამზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები