კრიშტიანო რონალდოს ბიუსტის ავტორს უტირია და ამიტომ ქანდაკება გადააკეთა. ცოტა უკეთესი კი გამოვიდა.
მოქანდაკე ემანუელ სანტოშმა, რომელმაც რონალდოს უცნაური ბიუსტი დადგა მადეირას აეროპორტში, მისი დადგმიდან ერთი წლის თავზე ახალი ვერსია მოამზადა.
სანტოში გამოტყდა, რომ ძალიან განიცადა კრიტიკა (თუ კრიტიკა ქვია იმას, რაც ამ კაცს დამართეს). მას თავდასხმიდან ოჯახის დაცვაც მოუხდა.
მოკლედ, ემანუელმა ბრინჯაოს კრიშტიანო გადააკეთა. გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.
კრიშტიანო მადეირაზეა დაბადებული.
2017 წლის მარტში ქალაქის აეროპორტს მისი სახელი ეწოდა.
A year ago today, Emanuel Santos’ Cristiano Ronaldo bust was unveiled. The world laughed at him.
We challenged him to try again. He accepted. pic.twitter.com/TLV1iJv1MN
— B/R Football (@brfootball) March 29, 2018