LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელ ტურისტს ვენეციაში წახემსებისთვის 500 ევრო მოსთხოვეს

16

ბრიტანელ ტურისტს ვენეციაში წახემსებისთვის 500 ევრო მოსთხოვეს და შეწუხებულმა სასწრაფოდ მერთან იჩივლა. „The telegraph”-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტის თანამშრომელი ლუკ ტანგი იტალიას მშობლებთან ერთად ეწვია. ვენეციის დათვალიერების შემდეგ ოჯახმა ერთ-ერთ რესტორანში ისადილა, სადაც მათ უცნაურად გაბერილი ანგარიში მოუტანეს. როგორც ლუკი ირწმუნება, რესტორანი მათ იმ კერძების ფულს სთხოვდა, რომელიც რეალურად არც კი აუღიათ. ტურისტებმაც დასახმარებლად მერს მიმართეს. მართალია, ლუკს სიტუაციის გამოსწორებაში ეჭვი ეპარება, თუმცა მას იმის იმედი მაინც აქვს, რომ მის შეცდომას სხვა ვიზიტორები აღარ გაიმეორებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები