LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელებმა ზუსტად 25 წუთში თვითმფრინავში არსებული მთელი ალკოჰოლი დალიეს

140
beer-plane

ბრიტანელმა მგზავრებმა, რომლებიც თურქეთისკენ მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ, მარაგში არსებული მთელი ალკოჰოლი დალიეს, თანაც ნახევარ საათზე ნაკლებ დროში. The Independent-ის ინფორმაციით, რეისი სულ 4 საათიანი იყო.

ინციდენტი SunExpress-ის ბორტზე მოხდა. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი შოკშია და ბრიტანელებს ყველა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე უფრო მხარჯველებად თვლის.
ალკოჰოლის მარაგები ასე სწრაფად ავია გადამზიდს არასდროს გამოლევია: „ლუდი და ღვინო აფრენიდან 25 წუთში უკვე აღარ იყო, მსგავსი რამ ჩვენს არც ერთ რეისზე არ მომხდარა.“

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის შემდეგ ბრიტანეთიდან თურქეთის მიმართულებით რეისები თითქმის გაორმაგდა, რაც გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები