LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელი დიზაინერი, ვივიენ ვესტვუდი გარდაიცვალა

380
BeFunky-collage - 2022-12-30T021116.698

ბრიტანელი დიზაინერი, ვივიენ ვესტვუდი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დიზაინერის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე ვრცელდება.

როგორც ირკვევა, ვივიენი ლონდონში ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ვივიენ ვესტვუდი ცნობილი გახდა 1970-იან წლებში და იგი იყო პანკ ესთეტიკის ერთ-ერთი შემქმნელი.

მისი მეგობარი იყო მალკოლმ მაკლარენი, ყველაზე ცნობილი პანკ ჯგუფის, Sex Pistols-ის მენეჯერი, რომლის მუსიკოსები კამერების წინ ვესტვუდის ტანსაცმლით გამოჩნდნენ.

ვივიენი ცნობილი იყო როგორც აქტივისტი.  ხშირად აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს და მონაწილეობდა დემონსტრაციებში, მათ შორის ჯულიან ასანჟის დასაცავად ან ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ.

2006 წელს მან მიიღო რაინდის წოდება დედოფალ ელიზაბეტ II-ისგან მოდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g