LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკოლოგიური მასალით მორთული ნაძვის ხე ვივიენ ვესტვუდისგან

204

ვივიენ ვესტვუდმა ექვსმეტრიანი ნაძვის ხე საკუთარი დიზაინით მორთო. დიზაინერმა ნაძვის ხის მორთვის გადაწყვეტილება არა სადღესასწაულო განწყობის შექმნისთვის, არამედ ქველმოქმედების მიზნით მიიღო. ვესტვუდმა დიზაინი ეკოაქტიურ კომპანიასთან Cool Earth-თან ერთად შექმნა, რომელიც ჯუნგლებისა და ტროპიკული ტყების დაცვითაა ცნობილი. გირლანდები საზოგადოება  Awajún– ეკუთვნის. ნაძვის ხის მოსართავი აქსესუარები კი, ეკოლოგიური მასალისგანაა დამზადებული.

ნაძვის ხე ლონდონში, რესტორან Aqua Shard-ის ჰოლში დაიდგმება. აქვე გაიყიდება ლიმიტირებული რაოდენობის შოკოლადი, რომლის შეფუთვაც ასევე ვივიენ ვესტვუდს ეკუთვნის. ფილის ღირებულება კი, 3.95 ფუნტი სტერლინგია.

6a4c6bc0-fdf1-4603-8e1b-154468865243

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები