LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

79 წლის ვივიენ ვესტვუდის შოკისმომგვრელი ფოტოსესია

776
page

ინგლისელი მოდის დიზაინერის, 79 წლის ვივიენ ვესტვუდის მთავარი საქმიანი პარტნიორი მისი მეუღლე, ანდრეას კრონტალერია. მათ უკვე 30 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. წყვილს ერთობლივი ხაზი,  Andreas Kronthaler for Vivienne Westwood აქვთ და საზოგადოებას ახალი „ლუქებით“ საკმაოდ ხშირად აოცებენ, რაც ყველაზე მთავარია, ისინი ახალ კოლექციას თავად ირგებენ.

გულახდილი ტანისამოსი, სიჭრელე, მრავალფეროვანი პრინტი, კაშკაშა მაკიაჟი და დიდი ზომის ავანგარდული ბიჟუტერია – სწორედ მსგავსი ტანისამოსი  წარადგინა ცოლ-ქმარმა ახალ ფოტოსესიაში.

 

ცნობისთვის, ვივიენ ვესტვუდი ცნობილია, როგორც  მოდაში თანამედროვე პანკისა და ახალი ტალღის შემომტანი. მისი სახელი ჯგუფ „სექს პისთოლზს“ უკავშირდება, რომელთან ერთადაც ვესტვუდმა ლონდონში, 1970-იან წლებში ბუტიკი, სახელწოდებით „სექსი“ გახსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები