LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული Sex Pistols-ის შესახებ დოკუმენტურ სერიალს Pistols იღებენ

99
page

ლეგენდარული ბრიტანული პანკ-როკ ჯგუფის, Sex Pistols-ის მოღვაწეობის შესახებ სერიალს სახელწოდებით Pistols-ს იღებენ. მისი რეჟისორი ოსკაროსანი დენი ბოილია. სერიალში 6 ეპოზოდი იქნება წარმოდგენილი. ის ბენდის გიტარისტის, სტივ ჯონსის ავტობიოგრაფიულ წიგნზე, Lonely Boy: Tales from a Sex Pistol იქნება დაფუძნებული. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტური ფილმი ტელეკომპანია FX-ის ეთერში გავა, გადაღებები კი 7 მარტს დაიწყება.

შოუში მოთხრობილი იქნება Sex Pistols-ის მენეჯერის, მალკოლმ მაკლარენისა და დიზაინერ ვივიენ ვესტვუდის მიერ მაღაზიის SEX შექმნის გახმაურებული ისტორია, ასევე ისეთი სკანდალური კომპოზიციის შექნის ისტორიასაც გავიგებთ, როგორიც სინგლი God Save the Queen-ია.

ცნობისთვის, კოლექტივი 2006 წელს  როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები