ბრიტანეთში, მერისაიდის საგრაფოში მცხოვრები 77 წლის სიდნი მური და მისი 76 წლის მეუღლე ჯინი ერთმანეთს პირველად 60 წლის წინ შეხვდნენ და მას შემდეგ უერთმანეთოდ ერთი დღეც არ გაუტარებიათ.
გამონაკლისი არ ყოფილა არც კორონავირუსი და დაავადებული წყვილი ერთ პალატაში მოათავსეს.
როგორც სიდნი იხსენებს: ,,ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ კორონა ერთად დაგვეძლია და ექიმებმა ამის ნება დაგვრთეს. ჯინის სმენასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ამიტომ მისი დატოვება არ შემეძლო და რადგან ჩემთან ერთად იყო, თავს ბევრად უფრო მშვიდად ვგრძნობდი. ბოლო 60 წელი ერთმანეთის გარეშე არ გვახსოვს“.
ცოლ-ქმარი შეუძლოდ აპრილის დასაწყისში გახდა და ექიმებმა მათი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებაც მალევე მიიღეს. კორონავირუსის დიაგნოზიც ამის შემდეგ დადასტურდა.
წარმატებული მკურნალობის შედეგად კი მათ გამოჯანმრთელება და სახლში ერთად დაბრუნება შეძლეს.
სიდნი 16 წლის იყო როდესაც 15 წლის ჯინი გაიცნო და ისინი 5 წლის შემდეგ 1964 წელს დაქორწინდნენ. წყვილს სამი შვილი, 7 შვილიშვილი და 3 შვილთაშვილი ყავს.