LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა მეცნიერებმა წონაში კლების პრეპარატი შექმნეს – მსოფლიო მედიცინაში ახალი ერა იწყება

375
hcg-for-weight-loss-centennial-co

ბრიტანელმა მეცნიერებმა უნიკალური წამალი შექმნეს, რომელმაც შესაძლოა, სრული გადატრიალება მოახდინოს ენდოკრინოლოგიაში. საუბარია ახალ პრეპარატაზე სახელწოდებით სემაგლუტიდი“ (Semaglutide), რომლის საოცარ შედეგებზე დღეს ყველა წამყვანი გამოცემა წერს. ამ პრეპარატის ეფექტს ბრიტანელი მეცნიერები 15 თვე სწავლობდნენ, შედეგები დღეს ჟურნალში New England Journal of Medicine გამოქვეყნდა.

კვლევაში 2000 ადამიანი მონაწილეობდა. ნაწილი „სემაგლუტიდს“ იღებდა, ნაწილი კი, პლაცებოს. „სემაგლუტიდის“ ჯგუფში მყოფი ადამიანებიდან, კლება გასაოცარი იყო, მათ თვეში დაახლოებით, 15 კილოგრამი დაიკლეს.  მოხალისეთა ჯგუფიდან 32%-მა პროცენტმა წონის მეხუთედი დაკარგა, როცა პლაცებოს ეფექტი მხოლოდ 2%-ს შეადგენდა.

გარდა ამისა, კვლევის მონაწილეები მსუბუქ დიეტას იცავდნენ და ვარჯიშობდნენ.

„სემაგლუტიდი “ მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება. სწორედ ამიტომ მკვლევარებმა პრეპარატის სხვა თვისებების შესწავლაც დაიწყეს. პრეპარატი მკვეთრად აქვეითებს მადას, რაც იმას ნიშნავს, რომ „სემაგლუტიდი“ სიმსუქნესთან ბრძოლის ახალ ერას იწყებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g